დაბრუნების პოლიტიკა

myscooters.ge-სთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს პროდუქციის დაბრუნების ან შეცვლის წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1. ნივთის უპირობოდ დაბრუნების 14-დღიანი ვადა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი კურიერის მიერ ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ნივთის მდგომარეობა დაბრუნებისას დაბრუნების უფლების გამოსაყენებლად, დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული (სკუტერის, კვადროციკლის, მოტოციკლის და ბაგის შემთხვევაში - არ უნდა იყოს ნატარები); შენარჩუნებული უნდა იყოს პროდუქტის ყველა ქარხნული მაკომპლექტებელი ნაწილი, აქსესუარი და დოკუმენტაცია; პროდუქტი უნდა იყოს დაზიანებების გარეშე, ორიგინალ შეფუთვაში.

3. დაბრუნების პროცედურა ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია: შეავსოს დაბრუნების ფორმა ან დაგვიკავშირდეს ელ-ფოსტაზე: motoservisi@yahoo.com საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ნივთის ტრანსპორტირება კომპანიის მისამართზე: ქუთაისი, ნიკეას პირველი შესახვევი #1, Kutaisi, Georgia, 4600

4. თანხის დაბრუნება ნივთის ჩაბარებისა და მისი მდგომარეობის შემოწმებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს გადახდილ თანხას. თანხის დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების მეთოდით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა შეძენისას (საბანკო გადარიცხვა ან ბარათით გადახდა).

5. გამონაკლისები დაბრუნებას არ ექვემდებარება ნივთი, რომელიც დაზიანდა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციის შედეგად ან აკლია ქარხნული დეტალები.

Shopping Cart