წესები და პირობები

წესები და პირობები

მოგესალმებით myscooters.ge-ზე. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობასა და პროდუქციის შეძენას.

1. ზოგადი დებულებები ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი პირი და ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. კომპანია შპს ,,მოტოსერვისი"
(ს/კ412743081 ) იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს პირობები.

2. პროდუქციის ფასი და გადახდა ყველა ფასი მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს დღგ-ს. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით (TBC/BOG), განვადებით ან საბანკო გადარიცხვით. შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მხოლოდ თანხის ასახვის ან განვადების დამტკიცების შემდეგ.

3. მიწოდების პირობები მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. თბილისის მასშტაბით მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღეში. რეგიონებში მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღეში. მიწოდების საფასური დამოკიდებულია ლოკაციაზე და მითითებულია შეკვეთის გაფორმებისას.

4.გარანტია და რეგისტრაცია ყველა სკუტერზე/მოტოციკლზე ვრცელდება ქარხნული გარანტია, რომელიც მოიცავს მხოლოდ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებს. საგარანტიო პერიოდში კომპანია უზრუნველყოფს მწყობრიდან გამოსული დეტალების შეკეთებას უსასყიდლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. ნივთი მთლიანობაში შეცვლას არ ექვემდებარება. მწყობრიდან გამოსული დეტალი შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი რემონტს არ ექვემდებარება. მომხმარებელს გადაეცემა საგარანტიო ტალონი და ცხრილი. მნიშვნელოვანი: ნივთის შესყიდვიდან 10 დღის ვადაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს სატრანპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაცია, დეკლარაციისა და მინდობილობის საფუძველზე.

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზებზე ან არასწორად მითითებულ მონაცემებზე, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაციის სიზუსტის დაცვას.

6. დავების გადაწყვეტა ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

Shopping Cart